ავტორი:

ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს

ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლი“ "რეალს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:2 აგებს.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედნაზე:

  • "ნაპოლი"

მერეტი, დი ლორენცო, ესტეგორი, ნატანი, ოლივეირა, ანგისა, ზილენსკი, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

  • "რეალი"

კეპა, კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, კამავინგა, ვალვერდე, ტჩუამენი, კროოსი, როდრიგო, ბელინგემი, ვინისიუსი

თამაში "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, თუმცა "რეალის" ფეხბურთელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, რაც ვერ გამოიყენეს. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასით ოლივერას საჯარიმოში შესვლის შესაძლებლობა მიეცა, ესპანელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მარცხენა ფლანგიდან კუთხური ხვიჩამ ჩააწოდა, ნათანმა კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და საჯარიმოში დაბრუნდა, ესტიგორმა ყველას დაასწრო და ანგარიშშიც ასე გაიხსნა.

ნეაპოლელთა სიხარული მაინც და მაინც ხანგრძლივი ვერ გამოდგა, 27-ე წუთზე ვინისიუსსმა აიღო მერეტის კარი. 34-ე წუთზე კი ბელინგემის ულამაზესი გოლით "რეალი" წინ გავიდა.

38-ე წუთზე მადრიდელთა კარი ოსიმენის თავური დარტყმის შემდეგ კეპამ თავგანწირული ნახტომით გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ As "კვარასთან" ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

"მე გავიზარდე ისე, რომ მადრიდის რეალის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა ისინი ჩემი კონკურენტები არიან სტადიონზე. შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით", - ამბობს ხვიჩა ინტერვიუში.