ავტორი:

"რად მინდა მისი ნახვა? - დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

"რად მინდა მისი ნახვა? - დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

რად მინდა მისი ნახვა? - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მისამართით განუცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისასვლელად.

"რად მინდა მისი (პრეზიდენტის) ნახვა? საუბარი რაზეა, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩამოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ავლენს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები ფუნქციონირებს, რაც შეიძლება პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

"დღეს საქართველოში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები, შეიძლება ეს არ მოსწონდეთ მათ შორის პრეზიდენტს, მის წარმომადგენლებს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა. ამ თემაზე ასე რომ მიდის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის სირცხვილი, მათ შორის სტუდენტების წინაშე, რომელსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სირცხვილია ასეთი რაღაცების მოსმენა“,-განაცხადა კობახიძემ.