ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა" - თაკო ჩარკვიანი

"სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა" - თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა. თქვენ აირჩიეთ ეს ქალბატონი, თავს რომ იკლავდით. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ხელისუფლების "უზნეო საქციელის ბრალი იქნება“.

"სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა. თქვენ აირჩიეთ ეს ქალბატონი, თავს რომ იკლავდით. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ. როდესაც აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო, მაშინ ტაშს უკრავდით, მაშინ აირჩიეთ, მდინარაძემ თქვა "დავდეთო“.

კანდიდატის სტატუსის წინ გვეუბნებიან, რომ არ არყიოთ სიტუაცია, არ შემოიტანოთ ახალი განხეთქილება და მაინც და მაინც ახლა აკეთებთ ამას. ალბათ, გინდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა დიდხანს დავშორდეთ ევროპას.

მით უფრო მაშინ, როდესაც დადგინდა, რომ გენპროკურორი ფარცხალაძე "ფეესბესთან“ კავშირში ყოფილა, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. თუ თქვენი უზნეო საქციელის გამო საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ, ხელისუფლებას“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.