ავტორი:

"ბოლო 11 წელია ეს დღე ან არჩევნებს ემთხვევა, სადაც ძირითადად უბედურებაში ვართ, ან..." - რას წერს ანა წითლიძე, რომელიც დაბადების დღეს პარლამენტში ატარებს და როგორ მიულოცეს კოლეგებმა

"ბოლო 11 წელია ეს დღე ან არჩევნებს ემთხვევა, სადაც ძირითადად უბედურებაში ვართ, ან..." - რას წერს ანა წითლიძე, რომელიც დაბადების დღეს პარლამენტში ატარებს და როგორ მიულოცეს კოლეგებმა

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დეპუტატ ანა წითლიძეს დღეს დაბადების დღე აქვს. ამ დღეს კი ის პარლამენტში ატარებს. დეპუტატს კოლეგებმა დაბადების დღე მიულოცეს და ყვავილები მიართვეს.

წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაბადების დღე ან არჩევნებს ემთხვევა, ან სესიებს:

"ბოლო 11 წელია ეს დღე ან არჩევნებს ემთხვევა, სადაც ძირითადად უბედურებაში ვართ, ან სესიას, სადაც ასევე უბედურება ხდება.

დღეს მაგალითად, კიდევ ერთი რუსული კანონის განხილვა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება დაემთხვა - რაც იმას ნიშნავს რომ დილის 11 დან - ღამის 12 მდე ვმუშაობ.

ჩემი ქვეყნის გამარჯვება ჩავიფიქრე.სხვა ოცნება და სურვილი მეასეხარისხოვანია.თავისუფალ, ძლიერ, ერთიან და ევროპულ საქართველოში ყველა ბედნიერი ვიქნებით მჯერა

დიდი მადლობა ყველას, უამრავი მესიჯისთვის", - წერს ანა წითლიძე.