"ეს ადეიშვილის სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით", - ასე მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს მაია კოპალეიშვილს.
კობახიძის ამ ფრაზის შემდეგ კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ აპროტესტებს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ კოპალეიშვილის მიმართა, რომ "ადეიშვილის სასამართლო არ არის. არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების მანძილზე“.
ირაკლი კობახიძის ამ რეპლიკის საპასუხოდ კოპალეიშვილმა მას გავრილოვის საკითხი შეახსენა.
"წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ“. მერე, რა მე ვამაყობ მაგით , რომ ვიყავი მოადგილე. სხვათა შორის თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ ამ საქართველოში.
თქვენ მიხედეთ თქვენ წარსულს გავრილოვი თქვენ ჩამოიყვანეთ, მე არ ჩამომიყვანია“, - დასძინა კოპალეიშვილმა.