ავტორი:

ირანში "მორალის პოლიციას" 16 წლის გოგონას ცემაში ადანაშაულებენ - გოგონა კომაში ჩავარდა: რა მოხდა თეირანის მეტროში

ირანში "მორალის პოლიციას" 16 წლის გოგონას ცემაში ადანაშაულებენ - გოგონა კომაში ჩავარდა: რა მოხდა თეირანის მეტროში

ირანის "მორალის პოლიციას“ აქტივისტები ახალგაზრდა გოგონას ცემაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, პოლიციამ 16 წლის არმიტა გერავანდს იმის გამო სცემა, რომ ჰიჯაბი არ ეფარა. შედეგად, გოგონა კომაში ჩავარდა.

არმიტა გასულ კვირას თეორანში მეტროს მატარებელში, მოჰადას სადგურზე ჩაჯდა. სოციალურ ქსელებში კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამოიყვანეს ის მატარებლიდან უგონო მდგომარეობაში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გოგონამ გონება მოულოდნელად დაკარგა და ეს ცემის შედეგი არ ყოფილა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw კი ამტკიცებს, რომ გოგონას "სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ "მორალის პოლიციის“ თამაშრომლებმა. მათივე ცნობით, არმიტა თეირანის საავამდყოფოში ჰყავთ სამკურნალოდ, მისი ოჯახის წევრებს ჩამოართვს ტელეფონები.

ხელისფლებამ დააკავა ჟურნალისტი ქალი, რომელიც საავადმყოფოში ამბის გასაშუქებლად მივიდა.