ავტორი:

"ტბის ზედაპირიდან წყლის მასამ გადმოსვლა დაიწყო და..." - სტიქია ინდოეთში: წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა (ფოტო)

"ტბის ზედაპირიდან წყლის მასამ გადმოსვლა დაიწყო და..." - სტიქია ინდოეთში: წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა (ფოტო)

ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად ლონაკის ტბაში წყლის დონის მატებამ წყალდიდობა და დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია.

Reuter-ის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ტბის ზედაპირიდან წყლის მასის გადმოსვლამ ადგილბორივი სოფლები დატბორა, სადაც 22 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დაზიანებულია ათობით სახლი.