ავტორი:

"ბავშვები უნდა დაეტოვა და კლუბიდან არ მოვიდა, დამავიწყდაო... მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა, შერიგების შანსი არ არის" - გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლსა და ნარკოტიკებზე

"ბავშვები უნდა დაეტოვა და კლუბიდან არ მოვიდა, დამავიწყდაო... მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა, შერიგების შანსი არ არის" - გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლსა და ნარკოტიკებზე

ორი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფშიძე მესამე ცოლს დაშორდა. თუმცა ამ ამბის გასაჯაროებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მსახიობის მეუღლე მუსიკალურ ფესტივალზე მკერდზე მამაკაცს კოცნიდა. ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გიორგის დამ, ლენუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენი გასიევა მათი რძალი აღარ იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გასიევა და ყიფშიძე, რომლებიც ორ საერთო შვილს ზრდიდნენ, რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა ქალი ბინის არქონის გამო, ისევ ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. მომხდარის შემდეგ ანიმ გიორგის სახლი დატოვა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. საერთო შვილები კი ჯერჯერობით მამასთან რჩებიან.

დაშორების შემდეგ გიორგიმ ენიზე თქვა, რომ ის ბავშვებსაც აღარ ნახულობდა. ასევე ამბობდა, რომ ენი "ქლაბერი“ გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა.

პირად ურთიერთობაში კრიზისსა და ნარკოტიკებზე ამჯერად გიორგიმ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები: ისაუბრა:

"მეორე ცოლთან ანი ჩიქოვანთან მე ვარ დამნაშავე. მე ძალიან ცუდად მოვიქეცი. მარტო ღალატი არ იყო, ძალიან ცუდად მოვიქეცი. რაც შეეხება ენის, მაგ ასაკში ეტყობა ამხელა პასუხისმგებლობები ეტყობა ძნელია. უცებ 2 ბავშვი და ვერ აჰყვა სიტუაციას და წავიდა. ელემენტარული ბავშვის ჩაბანა და რაღაცები ქალში ხომ არის ინსტიქტის დონეზე, მასთან არ იყო. მე მეგონა იდეალურ რაღაცაში აღმოვჩნდი და თურმე იმდენად არასწორი იყო ეს ყველაფერი.... ბრმები ვართ ეს კაცები. ამას იცით როდის მივხვდი? კლინიკიდან გამოვედი და წარმოიდგინეთ, ხვალ მაქვს სპექტაკლი, მეთქი ბავშვები ვის დავუტოვო და კლუბიდან იმიტომ არ მოვიდა, რომ დამავიწყდაო. რა დაავიწყდა? რომ ბავშვები უნდა დაეტოვა? სერიოზულად ვერ აღიქვამდა ისეთ რაღაცებს, მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა. მივხვდი, რომ უნდა ავრიდებოდი. არანაირი შერიგების შანსი არ არის" - ამბობს გიორგი.

რაც შეეხება ნარკოტიკებს, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში 10 წელი წამალდამოკიდებული იყო, რამაც კინოსა თუ თეატრში ბევრჯერ შეუქმნა პრობლემა.

"უბანში ვინც ნარკოტიკს არ ეხებოდა ის არ ითვლებოდა ყურადსაღებად. გოგოებს მოსწონდი თუ ფხიზელი არ იყავი. რაღაც ასეთი სტერეოტიპობა იყო. 10 წელი ნარკოტიკი იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ძალიან საკაიფო ასაკი "გავმაზე". 28 წლიდან 38 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. მახსოვს, "დოი "მაკბეტს" დგამდა, მე და ნანკაზე იყო საუბარი, რპომ გვეთამაშა.... ვიცი რომ ფორმაში არ ვარ, მაგრამ მივედი რეპეტიციაზე. ვეუბნები "დოის", მეთქი 2 კვირა მომეცი და გავსუფთავდები და მოვემზადები თქო.

ეტყობა სისუსტედ მიიღო ეს შემოთავაზება და უარი თქვა. ყველამ იცოდა რომ მიდრეკილება მქონდა. სცენაზე სულ ფხიზელი გავდიოდი. უფრო გადაღებები ჩამიშლია, მაგალითად "ცხელი ძაღლის". ერთხელ ზაზა ურუშაძე ისე გაბრაზდა, შემარცხვინა მთელ "სასტავში", აი ამის გამო მთელი დღე ტყუილად იმუშავეთო, გადამღებ ჯგუფს უთხრა. ჟანრი ლოლაშვილთან ყველაფერს ვაკეთებდი რომ ეს ყველაფერი მასთან არ მისულიყო.

წაიკითხეთ ასევე: