ავტორი:

"ფრთხილად იყავით, აქ რუსების და რუსული ენის აბსოლუტური უარყოფაა" - უზბეკი მომღერლის თქმით, თბილისის მაღაზიაში გამყიდველი რუსულად საუბრის გამო, "უხეშად მოექცა"

"ფრთხილად იყავით, აქ რუსების და რუსული ენის აბსოლუტური უარყოფაა" - უზბეკი მომღერლის თქმით, თბილისის მაღაზიაში გამყიდველი რუსულად საუბრის გამო, "უხეშად მოექცა"

უზბეკმა მომღერალმა, ლოლა იულდაშევამ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში "უხეშად მოექნენ“.

"გთხოვთ, როდესაც საქართველოში მიფრინავთ, გაითვალისწინოთ - ფრთხილად იყავით რუსულად საუბრისას, რადგან აქ რუსების და რუსული ენის აბსოლუტური უარყოფაა. ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით და გავითვალისწინეთ. პირადად მე მესმის ამ ადამიანების გრძნობების, ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ამის უფლება.

ვცადეთ გვესაუბრა უზბეკურ, ან ინგლისურ ენაზე. მაგრამ ხშირად იქ რაც ხდება, სცდილდება ადამიანურობის საზღვრებს“, - ამბობს ლოლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მომსახურებაზე უარი უთხრა, როცა გაიგო, რომ ლოლა და მისი მეგობრები რუსულად საუბრობდნენ და მათ "უხეშად მოექცა“.

ცნობისთვის, ლოლა იულდაშევა ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და "მაიას" ფსევდონიმით ქმნიდა მუსიკას. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთი დატოვა და უზბეკეთში დაბრუნდა.

წყარო