ავტორი:

ამ წუთებში ქობულეთში ხმაურია - სასტუმროს მეპატრონე ქალი თავის დაწვით იმუქრება: "ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე, მძიმე ავადმყოფი..."

ამ წუთებში ქობულეთში ხმაურია -  სასტუმროს მეპატრონე ქალი თავის დაწვით იმუქრება: "ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე, მძიმე ავადმყოფი..."

ამ წუთებში ქობულეთში ხმაურია - სასტუმროს მეპატრონე ქალი თავის დაწვით იმუქრება: "ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე, მძიმე ავადმყოფი..."

ამ წუთებში ქობულეთში, თამარ მეფის 90 ნომერში უამრავი ადამიანია შეკრებილი, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. სასტუმროს მეპატრონე ქალბატონი ნაილი ფერაძე თავის დაწვით იმუქრება.

"ამ სახლში ვერ შემოვა ვერავინ... ფული თუ უნდა, აიღოს ფული, ვაძლევ... თუ არა და, თავს დავიწვამ..." - ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში.

რამ მიიყვანა ადამიანი ამ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე, ambebi.ge-ს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ადგილიდან უამბობს:

"ქობულეთში, თამარ მეფის 90 ნომერში, ბეჟანიძეების სახლთან მობილიზებულია აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლების მიზნით. აღსრულების პროცესი ჯერ ვერ იწყება იმის გამო, რომ უამრავი ადამიანია შეკრებილი - ოჯახის ახლობლები, მეზობლები, მეგობრები... ბეჟანიძეების ოჯახმა, წლების წინ, საოჯახო სასტუმროსთვის "პროკრედიტ ბანკიდან“ 65 ათასი დოლარი გამოიტანა. 2008 წლის ომის პერიოდში სეზონი ჩავარდა და ბეჟანიძეებმა კრედიტი ვერ გადაიხადეს, რის გამოც ბანკმა სახლი გაყიდა კერძო მევახშეზე. ოჯახი მევახშესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და მას გადახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობდა. მევახშეს უთქვამს, რომ გადაიხადა 100 ათასი დოლარი, თუმცა რამდენად სწორს ამბობს მევახშე, ეს არავინ იცის. შემდეგ, მეორე გამოსახლების პროცესის დროს, ოჯახმა მევახშეს 200 ათასი დოლარი შესთავაზა.

საქმეში ჩართული იყო ხელისუფლება, ყველა სტრუქტურა, ორგანიზაციები, მევახშე თანახმა თითქოს თანახმა იყო, შედეგიც - მიღწეული, მაგრამ როცა რეალურად უნდა წასულიყვნენ მოლაპარაკებაზე და მისთვის თანხა უნდა მიეცათ, მევახშემ უარი თქვა იმ მოტივით, რომ მას არა თანხა, არამედ სახლი სჭირდებოდა. ამის შემდეგ დაუსრულებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება და მივედით მესამე გამოსახლებამდე. პირველმა მევახშემ (ვისაც ბანკმა მიჰყიდა სახლი) მეორეზე, ვინმე ბალავაძეზე გადაყიდა, ის თბილისელია. დღეს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მთელი ხელისუფლება, ქობულეთის მერია, საკრებულო, ოპოზიცია აქ არის, მაგრამ არაფერი შველის, დაცალეთ და აღასრულეთ გამოსახლების პროცესიო, - ამბობს აღსრულების პოლიცია. კიდევ რაღაც ბერკეტები ჩაირთო, ბოლო ეტაპზე ვართ და ვნახოთ, რით დამთავრდება. ამათ რომ ვუსმინოთ, კანონით, აღსრულებამ დღესვე უნდა მოახერხოს გამოსახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს საქმის ხელახალი წარმოება, რაც კიდევ 3 წელიეწადს გასტანს.

სასტუმროს მეპატრონე ქალბატონი ნაილი ფერაძე არ აპირებს გამოსვლას და თავის დაწვით იმუქრება, ეს მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მისი მეუღლე ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა, ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე, მძიმე ავადმყოფი და როგორ უნდა აღასრულონ გამოსახლება, არ ვიცი. ესენი რომც გამოვიდნენ და სხვები შევიდნენ, მეზობლები არ აცხოვრებენ, არც შეერგებათ. ქალი 65 ათასის ნაცვლად, 200 ათასს იხდის და მეტი რა ქნას? რომ არ იხდიდეს, კიდევ ჰო. ახლა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მოსული, ამ ქალბატონს ბავშვი ჰყავს ეპილეფსიანი და ცუდადაა, პატარა შვილიშვილებსაც პრობლემები აქვთ... ქალაქის მერიც ჩართულია საქმეში და გვეუბნება, რომ პასუხს ელოდება. პირველი მოლაპარაკების მცდელობა დილით იყო, მაგრამ მევახშემ იუარა, გამოასახლეთ, არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოვდივართო. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება“.