ავტორი:

"დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და ლიდერების დონეზე განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც" - შარლ მიშელი

"დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და ლიდერების დონეზე განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც" - შარლ მიშელი

ქართველ ხალხს ვეტყვი, რომ რეფორმების განხორციელებაა საჭირო - ეს არის პრიორიტეტი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და ლიდერების განიხილება, მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც.

“ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც”, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე საქართველოს ხალხისადმი "მესიჯთან" დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

“ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი,” - განაცხადა მიშელმა.