ავტორი:

"პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა" - შალვა პაპუაშვილი

"პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა, ეს იქნება განაჩენი მის ქცევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში შეძლო ის, რომ საქართველოში ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც კონსტიტუციას შეეხება. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამ საქმეზე დისკუსიის დროს ვიხილეთ, რომ ცალ მხარეს, კერძოდ იმ მხარეს,რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, ხოლო მეორე მხარეს თვითშემოქმედებითი აზრი, "ენჯეოშნიკური“ იურისპრუდენცია, რომელსაც კონსტიტუციასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს მგონი ნათლად ნახა ყველამ 3 დღის განმავლობაში არგუმენტების სიღრმის და ასევე იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. ჩემთვის პირადად ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, თუ რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვიანიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება სასამართლო აქტი, რომელსაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. რაც შეხება შემდეგ პროცესს და პარლამენტში პოლიტიკურ ნაწილს, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიების გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ვფიქრობთ, ამ დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს, ამიტომ, იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტთან, არ გვაქვს. ამავე დროს იმედი გვაქვს, მაინც გარკვეულწილმა კეთილსინდისიერებამ ვიღაცაში მაინც იმუშაოს. საბოლოოდ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია რას იტყვის სასამართლო. პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.