ერაყელმა მამაკაცმა თავისი ქალიშვილი ალ-ქაიდასთან კავშირის გამო მოკლა. როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, მოკლული მოზარდის მამის განცხადებით, მისი ქალიშვილი თვითმკვლელი ტერორისტი უნდა ყოფილიყო.
მამამ პოლიციასთან დანაშაული აღიარა. როგორც აღმოჩნდა, პოლიცია ბოევიკებთან გოგონას კავშირის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.