ავტორი:

ხარკოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბებია და შვილიშვილი დაიღუპნენ

ხარკოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბებია და შვილიშვილი დაიღუპნენ

რუსეთის მიერ დღეს დილით საცხოვრებელ შენობებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 წლის ბავშვი და მისი ბებია, 68 წლის ქალი, დაიღუპნენ.

დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის მოკლული ბიჭის 11 თვის ძმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს, წინასწარი ინფორმაციით, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით. ხარკოვის საჰაერო ძალების ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა გზის სავალ ნაწილს მოხვდა და ახლომდებარე სახლები დააზიანა, მეორე კი - 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.