ავტორი:

"ჰამასი" შედეგებზე პასუხს აგებს" - ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

"ჰამასი" შედეგებზე პასუხს აგებს" - ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ისრაელის ხელისუფლებამ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს.

"ბოლო ერთ საათში დაიწყო ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების მასიური გასროლა. ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში შეაღწიეს. ჰამასი, რომელიც ამ თავდასხმის უკან დგას, შედეგებზე პასუხს აგებს" - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 6:30 საათზე, პალესტინელმა ტერორისტებმა სამხრეთ ცენტრალური ისრაელში მასიური სარაკეტო სროლები წამოიწყეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაღუპა, დაიჭრა - 15.

ნახეთ ასევე: