ავტორი:

"ქუჩებში ტერორისტები დადიან და მოსახლეობას ესვრიან... დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია" - ისრაელში მცხოვრები ქართველი იქ არსებულ ვითარებაზე

"ქუჩებში ტერორისტები დადიან და მოსახლეობას ესვრიან... დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია" - ისრაელში მცხოვრები ქართველი იქ არსებულ ვითარებაზე

ამ წუთებში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისრაელია, სადაც "ჰამასი" შეიჭრა და სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.

ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ისრაელის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

"ბოლო ერთ საათში დაიწყო ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების მასიური გასროლა. ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში შეაღწიეს. ჰამასი, რომელიც ამ თავდასხმის უკან დგას, შედეგებზე პასუხს აგებს" - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ისრაელში მცხოვრები მიშა ხეცოიძე იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა! დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ჰამასმა.ისრაელის სამხრეთ ნაწილში სრული მობილიზაციაა.

ქალაქ სდეროტის ქუჩებში ტერორისტები დადიან და მოსახლეობას ესვრიან. დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. მშვიდობა ისრაელს ამ დიდებულ ქვეყანას ასეთებისთვის გაუძლია? ესეც გაივლის... "ცახალი" უახლოეს წუთებში საპასუხო იერიშებს მიიტანს ტერორისტებზე და "ჰამასის" განადგურების ჟამიც ახლოვდება!!" - წერს ხეცოიძე.

ნახეთ ასევე: