ავტორი:

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება: კუსეიფეს მერის, აბდ ალ-აზიზ ნასარას განცხადებით, ქალაქში თავდასხმების შემდეგ სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა.

ქალაქი კუსეიფე, სამხრეთ ისრაელში, ღაზიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 6:30 საათზე, პალესტინელმა ტერორისტებმა სამხრეთ ცენტრალური ისრაელში მასიური სარაკეტო სროლები წამოიწყეს.