ავტორი:

ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო: "ჩვენ ამ ომს მოვიგებთ"

ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო: "ჩვენ ამ ომს მოვიგებთ"

ისრაელმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, "ისრაელი ომს მოიგებს".

"ჰამასმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოსთან. ჩვენი ჯარები მტრის წინააღმდეგ იბრძვიან. ისრაელი ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და მოსახლეობას უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 6:30 საათზე, პალესტინელმა ტერორისტებმა სამხრეთ ცენტრალური ისრაელში მასიური სარაკეტო სროლები წამოიწყეს. შემთხვევის შედეგად ისრაელის 4 მოქალაქე დაიღუპა.

წაიკითხეთ ასევე: