საიტმა WikiLeaks-მა 2010 წელს შემოწირულობების სახით, დაახლოებით, მლნ ევრო მიიღო. ამ ინფორმაციას გერმანული ფონდი "Wau Holland" აქვეყნებს, რომელიც საიტის ანგარიშებს მართავს.
"Wau Holland"-ის მიერ მომზადებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ WikiLeaks-სთვის გადარიცხული შემოწირულობების ოდენობა 2010 წლის მეორე ნახევარში მკვეთრად შემცირდა. აგვისტოში საიტის ანგარიშზე სულ 765 ათასი ევრო გადაირიცხა, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კი მხოლოდ 235 ათასი. გადარიცხული თანხების შემცირების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ Visa-მ, Master Card-მა და საგადასახადო სისტემა PayPal-მა WikiLeaks-ისთვის გადარიცხული თანხის მიღება დეკემბრის დასაწყისში შეწყვიტეს.
ფონდის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2010 წელს WikiLeaks-ში "გრინპისში" არსებული სახელფასო სისტემის ანალოგიური სისტემა შემოიღეს, სადაც საკვანძო მიმართულებების ხელმძღვანელები თვეში 5-5 ათას ევროს იღებენ. 2010 წელს WikiLeaks-ის თანამშრომლების ხელფასების გაცემაზე საერთო ჯამში 100 ათასი ევრო დაიხარჯა - აქედან 66 ათასი ევრო საიტის დამფუძნებლის ჯულიან ასანჯის ანგარიშზე გადაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ საიტი WikiLeaks-ი, რომელიც საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაზე მუშაობს, 2006 წელს შეიქმნა.
მომზადებულია europe.wsj.com-ის მიხედვით.