ავტორი:

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ" - ისრაელის-პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მიმართავს

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ" - ისრაელის-პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მიმართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა "ომშია".

"ისრაელის მოქალაქეებო, ეს არ არის სპეცოპერაცია, ჩვენ ომში ვართ" - ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში.

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა.

ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ისრაელის 4 მოქალაქე დაიღუპა.