ავტორი:

"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - რას წერს საქართველოში ისრაელის ელჩი?

"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - რას წერს საქართველოში ისრაელის ელჩი?

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და "ჰამასს" შორის სამხედრო დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 22 ადამიანი.

განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - წერს ჰადას მეიცადი Facebook გვერდზე.