ავტორი:

ისრაელმა პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანა ააფეთქა - ბოლო ცნობები დაღუპულების შესახებ

ისრაელმა პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანა ააფეთქა - ბოლო ცნობები დაღუპულების შესახებ

პალესტინასა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ისრაელმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 161 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი 1000-მდე გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანა ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა - მათი ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავმა რაკეტა უშუალოდ საავადმყოფოს წინ მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ნაწილი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ისრაელი საკუთარი მოქალაქეებისთვის იარაღის საწყობების გახსნას აპირებს, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ.