ავტორი:

"ჩემი შვილი მოიტაცეს, ჩვენი თანხმობით არაფერი მომხდარა... მკვლელობამდე ხეზე მიაბა და ისე სცემა" - რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას დედა?

"ჩემი შვილი მოიტაცეს, ჩვენი თანხმობით არაფერი მომხდარა... მკვლელობამდე ხეზე მიაბა და ისე სცემა" - რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას დედა?

საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...

მოკლული გოგონას დედა უარყოფს ინფორმაციას, რომ ქორწინება მათი თანხმობით ხდებოდა. ის ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს:

"ჩემი შვილი მოიტაცეს, ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა მათ ოჯახში წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავოო. მან ჩემი შვილი მოკლა, რადგან წამოსვლა უნდოდა მათგან. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად. ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყავან სახლში, გოგომ უთხრა, მე მხოლოდ 14 წლის ვარ არ მიყვარხარ და თავი დამანებეო, თორემ დავრეკავო, იმან ამოიღო იარაღი და მოკლა" - ამბობს მოკლული გოგონას დედა "ფორმულასთან" ინტერვიუში.