ავტორი:

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

ისრაელში "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 სერიოზულად არის დაჭრილი.