ვეტერანი ისრაელელი ფეხბურთელი ლიორ ასულინი ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ასულინი თავდასხმის დროს დაბადების დღეს აღნიშნავდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე კიბუცში, ღაზას სექტორის საზღვართან.
ფესტივალზე შეკრებილებს "ჰამასის" მებრძოლებმა" რაკეტები დაუშნეს, სწორედ ამ დროს დაიღუპა ცნობილი ფეხბურთელი.
როგორც ცნობილია, ასულინი თამაშობდა ბეიტარში, ბნეი იეჰუდასა და ისრაელის სხვა გუნდებში. ასულინმა პროფესიული კარიერა 2017 წელს დაასრულა.
მომხდარის თაობზე თელ-ავივის საფეხბურთო გუნდი სამძიმრის პოსტს აქვეყნებს:
”დიდი მწუხარებით, შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ყოფილი მოთამაშე ლიორ ასულინი მოკლეს ტერორისტებმა რეიმში წვეულებაზე. აქამდე ის მრავალი საათისს განმავლობაშ დაკარგულა ითვლებოდა” - ნათქვვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას საზღვართან ფესტივალის მონაწილეთა ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ზოგს ხელები შეკრული აქვს და წამების კვალი ეტყობა. უკვე ცნობილია 240-მდე მოკლული ახალგაზრდის შესახებ.
ასევვე იხილეთ: