ავტორი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებასა და დაძაბულობის შემცირებაში დახმარებისთვის მზად არის.

"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სიმშვიდის აღსადგენად“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას და დასძინა:

"ჩვენ ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავისი პოზიცია რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის "სოლიდარულია ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში, გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს".