ავტორი:

კვარაცხელიას და "ნაპოლის" თამაში არც ამჯერად წაუვიდათ - ნეაპოლელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ

კვარაცხელიას და "ნაპოლის" თამაში არც ამჯერად წაუვიდათ - ნეაპოლელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ

სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლიმ'' "ფიორენტინას'' უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდი ასეთი შემადგენლობით გავიდა მოედანზე:

მერეტი, ოსტიგორი, ნათანი, დი ლორენცო, ოლივერა, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

ანგარიში მატჩში სტუმრებმა გახსნეს - მერეტის კარში გოლი მე-7 წუთზე ბრეკალომ გაიტანა. ამის მერე "ნაპოლი" უტევდა. 21-ე წუთზე ბურთი გატანა ნეაპოლელებმა მოახერხეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. კვარაცხელიას გუნდი გაუთავებლად უტევდა, აქტიურობას ცდილობდა ჩვენებურიც, თუმცა ტაიმის ძირითადად დროში გოლის გატანა ვერ შეძლეს. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული ოსიმენი "ფიორენტინას" მოეკარემ წააქციე. 11-მეტრიანი ვიქტორ ოსიმენმა დაარტყა და გაიტანა. "ნაპოლიმ" გაათანაბრა.

მეორე ტაიმი შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლის" სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბურთის გატანა არავის გამოუვიდა. ამის ყველაზე კარგი შანსი ისევ ვიქტორ ოსიმენს ჰქონდა, ის მეკარესთან პირისპირ კვლავ გავიდა, თუმცა ამჯერად მეკარემ ბურთი უშეცდომოდ მოიგერია. საბოლოოდ 63-ე წუთზე ნეაპოლელთა კარი მეორედ აიღო "ფიორენტინამ". ბურთი ბონავენტურამ გაიტანა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, კვარაცხელიას აქტიურობისა, "ნაპოლიმ" ვერაფერი გააწყო და საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

"ნაპოლიში" პრობლემები რომ არის, სულ უფრო ცხადი ხდება. მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას კვლავ მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწევს და თუ ვითარება არ გამოსწორდა, შესაძლოა მისი შეცვლაც დადგეს დღის წესრიგში.