ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულთა რაოდენობა 2500-მდე გაიზარდა (ფოტოები)

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულთა რაოდენობა 2500-მდე გაიზარდა (ფოტოები)

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 500-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი "თალიბანის" ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერზე, ჯანან საიექზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

ამასთან, სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების მისაღებად ჰერათის მთავარი საავადმყოფოს გარეთ საწოლები დადგეს.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.

ავღანეთში 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო.