ავტორი:

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-სთან მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ დაადასტურა.

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს მძიმე იყო, მაგრამ ერთი კვირის წინ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია, სად დაკრძალავენ ხელოვანს, ბელგიაში თუ სამშობლოში ჩამოასვენებენ.

ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაში ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ის საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლეგები და მეგობრები ქართველი მომღერლის, ინგა ფერაძის ბრიუსელიდან საქართველოში ჩამოყვანას გეგმავდნენ. ამისთვის კი ფონდიც შეიქმნა, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეეძლოთ.