"ჰამასმა“ ისრაელის ორი ქალაქის, აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით კიდევ 150 რაკეტა გაისროლა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "ბოევიკების“ დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.
მათი მტკიცებით, რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ გაუშვეს.
"ჰამასმა“ მანამდე განაცხადა, რომ იერუსალიმისა და თელ-ავივისკენ რაკეტები გაუშვეს. აღნიშნულ ქალაქებში სირენების ხმა ისმოდა.