ავტორი:

"ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი - ჩვენ ვებრძვით ადამიან-ცხოველებს და შესაბამისად ვიქცევით" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი - ჩვენ ვებრძვით ადამიან-ცხოველებს და შესაბამისად ვიქცევით" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.

"ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელს "ადამიან-ცხოველებთან ბრძოლა უწევს, ამიტომ შესაბამისად უნდა იმოქმედოს".

"ჩვენ ვებრძვით ადამიან-ცხოველებს და შესაბამისად ვიქცევით“, - აღნიშნა გალანტმა.