ავტორი:

რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინი დააჯილდოვა - "ნომერ პირველს ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო გადავეცი

რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინი დააჯილდოვა - "ნომერ პირველს ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო გადავეცი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დააჯილდოვა. ამის შესახებ კი ინფორმაცია "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა.

"სულ ახლახან ნომერ პირველს (გულისხმობს პუტინს) გადაეცა ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი", - წერს კადიროვი.

ცნობისთვის, ეს ჯილდო აქამდე მიღებული აქვს თვითონ რეგიონის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს, ასევე მის დედას, ქალიშვილს, სიძეს, ძმისშვილს და სხვა ნათესავებს.

აღსანიშნავია, რომ პუტინის დაჯილდოებამდე ციტა ხნით ადრე, კადიროვმ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. მას სურს, რომ თუ ასე არ მოხდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ვლადიმერ პუტინი დარეგისტრირდეს.

როგორც კადიროვი წერს, პუტინის დაჯილდოების შესახებ ბრძანებულებას ჯერ კიდევ 2007 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ "მთელი ამ დროის განმავლობაში არ იყო შესაფერისი მომენტი ამ უმაღლესი ჯილდოს გადასაცემად".

კადიროვმა პუტინს ეს ჯილდო გადასჩა იმის ფონზე რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნება დართო ნიკიტა ჟურაველის სასამართლო პროცესი ჩეჩნეთში გაიმართოს. ნიკიტა ჟურაველი ის ადამიანია, რომელმაც ყურანი დაწვა, ხოლო შემდეგ, პატიმრობაში ყოფნისას ის კადიროვის უმცროსმა ვაჟმა ადამმა სცემა. სხვათაშორის, ადამი ამგვარი ქცევისთვის, "რესპუბლიკის გმირის" წოდებით დააჯილდოვეს.