ავტორი:

"ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი ისრაელიდან თბილისის მიმართულებით" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ჟვანია

"ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი ისრაელიდან თბილისის მიმართულებით" - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ელჩმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა.

"ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით.

მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის", - ნათქვამია ლაშა ჟვანიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.