ავტორი:

"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება

"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება

"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება. ინფორმაციას "ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ფრთის სპიკერი აბუ ობაიდა ავრცელებს.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , - განაცხადა აბუ ობაიდამ.

"ჰამასის“ ინფორმაციით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.