ავტორი:

"ისრაელში 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ ან დაკარგულად მიიჩნევიან" - მედია

"ისრაელში 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ ან დაკარგულად მიიჩნევიან" - მედია

“ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დაწყების შემდეგ უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე დაიღუპა, დაკარგულად ითვლება, ან მძევლადაა აყვანილი, - ინფორმაციას “ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შაბათს დაწყებული თავდასხმის შემდეგ 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები და ორმაგი მოქალაქეები დაიღუპნენ ან დაკარგულად ითვლებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინის, რუსეთის, ტაილანდის, ნეპალის, არგენტინის მოქალაქეები.