ავტორი:

"ჰამასის" მოკლული წყვილის ისტორია, რომელთაც შვილების გადარჩენა შეძლეს - 10 თვის მძინარე ტყუპი ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა 14 საათის შემდეგ იპოვეს

"ჰამასის" მოკლული წყვილის ისტორია, რომელთაც შვილების გადარჩენა შეძლეს -  10 თვის მძინარე ტყუპი ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა 14 საათის შემდეგ იპოვეს

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის“ უპრეცედენტო თავდასხმამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სამუდამოდ.

ამჯერად ებრაელ ცოლ-ქმარზე მოგყვებით, რომლებმაც 10 თვის ტყუპის გადასარჩენად თავი გაწირეს.

ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკების ახალგაზრდა წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა 7 ოქტომბრის იმ დაწყევლილ დილამდე. მას მერე მათი ისტორია იმ ასობით მსხვერპლის ტარგედიის ნაწილად იქცა, ვინც შაბათს დილით ტერორისტების სასტიკი თავდასხმისას დაიღუპნენ.

ტერორისტები ღაზიდან აღმოსავლეთით დაახლოებით სამი მილის მანძილზე, კომუნა კიბუცში მდებარე მათ სახლში შეიჭრნენ, თუმცა მშობლებმა ტყუპის ბომბსაფარში გადამალვა შეძლეს და თვითონ შეებრძოლნენ თავდამსხმელებს. ტერორისტებმა ისინი მოკლეს, თუმცა პატარებს ვერ მიაგნეს. ჩვილი ბავშვები დაახლოებით, 14 საათის შემდეგ ისრაელის არმიამ უვნებლად იპოვა და ბებიას გადასცა.