ავტორი:

რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

ადამიანის შეუქცევადი განვითარების პროცესი ცნობისმოყვარეობით, ახლის აღმოჩენის სურვილით არის განპირობებული. სწორედ ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს, გვიმაღლებს მოტივაციას და გვაძლევს წარმატების მიღწევის საშუალებას.

აღმოჩენების ყუთის პოპულარობის საიდუმლოც სწორედ ეს არის: იმდენად გვიყვარს აღმოჩენების გაკეთება, ისეთ აღფრთოვანებას იწვევს ეს ჩვენში, რომ მისი მუდმივი მომხმარებლები ვხდებით.

Blind Box - აღმოჩენების მისტიკური ყუთები მსოფლიოს მასშტაბით ამ სახელით არის ცნობილი. მასში ათავსებენ სათამაშოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, თემატურ პროდუქტებს სეზონების მიხედვით - იქნება ეს ტანსაცმელი, კოსმეტიკა, ვაუჩერები, საკვები პროდუქტები და სხვა. ყუთის გამომწერობა ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდულობით პირდაპირ სახლში იღებ შენთვის უცნობ ნივთებს, რომელთა აღმოჩენის პროცესი საოცრად აზარტული და სასიამოვნოა. ამასთან, გამომწერობის ერთ-ერთი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა - იხდი ფიქსირებულ თანხას და ხშირ შემთხვევაში იღებ უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებს.

აღმოჩენების ყუთის შექმნის ისტორია 1980-იანი წლების იაპონიიდან იღებს სათავეს. პირველი ასეთი ყუთი სათამაშოებით იყო სავსე და მისი გახსნის პროცესი ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

დღეს პოპულარობით სარგებლობს როგორც სათამაშოების, ისე კოსმეტიკისა თუ ლიტერატურის Blind box-ები, რომელთა შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას მწარმოებლები ნელ-ნელა „გვაწვეთებენ“ ე.წ Spoiler-ების სახით. მაგალითად, კოსმეტიკის ყუთიდან შეიძლება 2-3 სავარაუდო პროდუქტის შესახებ ვიცოდეთ წინასწარ, წიგნების შემთხვევაში, ჟანრის შესახებ გვქონდეს წინასწარ ინფორმაცია და სხვა.

აღმოჩენების ყუთები საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. კოსმეტიკის უცხოურ და ქართულ Blind box-ებს ჩვენს ქვეყანაში ასობით გამომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა ზრდადია.

აღმოჩენების ყუთებზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება ბაზარიც. ევროპისა და აშშ-ის მსგავსად საქართველოშიც გამოჩნდა წიგნების Blind box-ი, რომელიც მკითხველს ლიტერატურის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. პირველი ლიტერატურული ყუთი - „ლიტბოქსი“ მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შესთავაზა.

„ლიტბოქსი“ უცხოური Blind box-ების იდეას იმეორებს: მკითხველი თავად ირჩევს ჟანრს, რასაც „ლიტბოქსის“ შემქმნელები ითვალისწინებენ და ყოველთვიურად შესაბამის 2 წიგნსა და საჩუქრებს უგზავნიან. გამოწერის საფასური 30 ლარს შეადგენს, მიღებული წიგნების ღირებულება კი შეიძლება, აღნიშნულ თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებდეს. ამასთან, აღმოჩენების ყუთში მოთავსებული საჩუქრები მკითხველს სრულიად უფასოდ გადაეცემა.

„ლიტბოქსის“ ნაკრებები დაყოფილია როგორც ასაკობრივ კატეგორიებად, ისე ჟანრებად. გამომწერს საშუალება აქვს, შეარჩიოს საბავშვო სერიები 0-დან 12 წლამდე, ისე მხატვრული ან პროფესიული ლიტერატურა. შეთავაზებების სანახავად მიჰყევით ბმულს.

უცხოური ლიტერატურული ყუთები პოპულარულია სოციალურ მედიაშიც. „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“, „ტიკტოკსა“ თუ „პინტერესზე“ შეხვდებით უამრავ ესთეტიკურ ფოტოსა და რევიუს, რომელიც მისტიკური ყუთის მიღების სასიამოვნო გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

(უცხოური აღმოჩენების ყუთის ერთ-ერთი მაგალითი)

ამ სასიამოვნო გამოცდილების მიღება კი უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია „ლიტბოქსის“ სახით. აღმოჩენების ყუთის გამოსაწერად მიჰყევით ბმულს.

R