ავტორი:

ოპერაცია, რომელიც მძიმე პაციენტს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს - პაციენტის ისტორია

ოპერაცია, რომელიც მძიმე პაციენტს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს - პაციენტის ისტორია

ენდოპროთეზირება გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ხელოვნური იმპლანტით ჩანაცვლებაა. დღესდღეობით აღნიშნული ოპერაცია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ პაციენტს უტარდება, ხშირად მათთვის ეს არის ერთადერთი შანსი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ენდოპროთეზირება, როგორც წესი, კეთდება რევმატული ან სხვა სახის ართრიტის, ტრავმის, ოსტეოპოროზის, ვირუსული და ინფექციური დაავადებების, თანდაყოლილი ანომალიებისა და დაზიანებების დროს. პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტი უჩივის მწვავე ტკივილს და უჭირს სრულფასოვნად გადაადგილება.

72 წლის მარინა ჯელაძეს რევმატული პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით გაუმწვავდა. პაციენტს ჰქონდა მე-4 სტადიის კოქსართროზი, რომელიც გაუსაძლის ტკივილებს იწვევდა და ხელჯოხის გარეშე, ფაქტობრივად, ვერ გადაადგილდებოდა.

„მძიმე ტკივილებმა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა, აღარსად წასვლა აღარ მინდოდა, რადგან თავისუფლად გადაადგილება მიჭირდა, ოპერაციის გაკეთებას კი შიშის გამო ვერ ვბედავდი. აღნიშნული პრობლემებით ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ლუხუმ ჭანტურიას მივმართე. მისმა პროფესიონალიზმმა, სამედიცინო ეთიკამ, ყურადღებამ და პაციენტებისადმი მიდგომამ გამაოცა. ბატონმა ლუხუმმა დეტალურად ამიხსნა საკითხი, მის მიმართ ნდობით განვეწყვე და საბოლოოდ ენდოპროტეზირების გაკეთება გადავწყვიტე. ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ. რეაბილიტაციის პერიოდიც დასრულებულია და ახლა უკვე შემიძლია ჯოხისა და გაუსაძლისი ტკივილების გარეშე დავუბრუნდე ჩემს ყოველდღიურობას“, - გვიყვება პაციენტი.

მარინა ჯელაძის ოპერაცია 2 საათი გაგრძელდა. მესამე დღეს პაციენტი სახლში გაწერეს და სარეაბილიტაციო კურსი დაუნიშნეს. 2-კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ კი უკვე ჯოხის გარეშე, თავისუფლად გადაადგილდება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება კეთდება ნავიგაციური კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ოპერაციის დროს სახსრისა და მთლიანად კიდურის მონაცემების ზუსტი გაზომვა, ასევე იოგოვანი აპარატის დაჭიმვის ხარისხის, ძვალთა კვეთის პუნქტებისა და მიმართულებების განსაზღვრა. ეს მეთოდი აუმჯობესებს ხელოვნური სახსრის ფუნქციურ ხარისხს. კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ ულტრათანამედროვე, მინი-ინვაზიური და უცემენტო ტიტანის მოდელები კერამიკული კომპონენტებით. აღნიშნული ენდოპროთეზი არის ბევრად უფრო ხარისხიანი და აქვს სხვებთან შედარებით ბევრად ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა.

R