ავტორი:

რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"

რატომ ვერ იმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ "ჰამასის" თავდასხმისას - "ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ"

ბოლო წლებია, ისრაელი აქტიურად ცდილობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით სამხედრო სფეროში წამყვანი პოზიცია ჰქონდეს. ისინი AI-ს იყენებენ მიზნის შესარჩევათ და ლოგისტიკის მართვისას.

Bloomberg-ის ანგარიშით, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ჯარი სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ცნობილია, რომ ეს სისტემა უამრავი მონაცემების ანალიზს აკეთებს და შემდეგ ავტომატურად არჩევს საჰაერო ძალების სამიზნეებს.

"ცეცხლის ფაბრიკა" კიდევ ერთი მსგავსი მოდელია, რომელიც თვითონ ითვლის საჭირო საბრძლო მასალის რაოდენობას, პრიორიტეტულ დავალებებს და ადგენს საბოლოო მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას ოპერატორი-ადამიანები მართავენ.

  • "ცახალის" წარმომადგენლის თქმით, ტექნოლოგია, რომელიც ამ სისტემებში გამოიყენება, არ რეგულირდება არც ერთ საერთაშორის თუ სახელმწიფო დონეზე. მომხრეები ამტკიცებენ, რომ სისტემის ალგორითმებს შეუძლიათ ადამიანურ შესაძლებლობებზე გაცილებით უკეთ იმუშაონ და დანაკარგების მინიმიზირება მოახერხონ.

ერთ-ერთი ასეთი სისტემა მუშაობდა ღაზა-ისრაელის საზღვარზე. იქ მყოფი ტყვიამრქვევი სრულად ავტომატიზირებული იყო და სამიზნეების ამორჩევა ადამიანის ჩარევის გარეშე შეეძლო. შეტევის პირველ საათებში ჰამასმა სწორად ეს ავტომატიზირებული ტყვიამრფქვევი გაანადგურა. ჭკვიან ებრაულ სისტემას ჭკვიანურად მიუდგნენ. მის თავზე დრონი მიაფრინეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს.

დეტონაციის შემდეგ, აღნიშნულ სასაზღვრო უბანზე გადაადგილება ტერორისტებისთვის უსაფრთხო გახდა. ასევე, ჰამასის წევრები მკაცრად უარს ამბობდნენ შეტევის დაგეგმვაში რაიმე სახის ციფრული ტექნოლოგია გამოეყენებინათ, ის ტერორისტები, რომლებიც შეტევაში იყვნენ გადასულები ელექტროობის მინიმალურ რაოდენობას იყენებდნენ.

როგორც ზემოთ დავწერეთ, ცახალი Star Track-ის სისტემას სულ უფრო ხშირად ნერგავდა. ეს არის აღმოჩენის, ამოცნობისა და ცეცხლის გახსნის ინტეგრირებული სისტემა.

მისი "სწავლება“ მილიონობით ფოტო და ვიდეოს მასალის საფუძველზე ხდებოდა, რადგან სამხედრო სამიზნეები მყისიერად აღმოეჩინა და გაენადგურებინა. ხშირად იყო დავა, რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კი ხელოვნური ინტელექტი შეცდომას დაუშვებდა და ვინ აგებდა ამ შეცდომაზე პასუხს? ეს მალე გაირკვევა, თუმცა ამჯერად ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის დიდი რაოდენობით ინტეგრაცია ჯერ ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა თუ რატომ ჩავარდა ისრაელის დაზვერვა და ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეტევის პროგნოზირება ვერ მოახერხა. ამ საკითხის გამოკვლევაში ხელოვნურ ინტელექტს თავის ადგილი ექნება, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება.

წაიკითხეთ ასევე:

მოამზადა ანრი კურტანიძემ