ავტორი:

"ქალები გააუპატიურეს და აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს... "ჰამასის" ტყვეობაში ჩვენი მოქალაქეებიც იმყოფებიან" - რა განკარგულება გასცა ბაიდენმა?

"ქალები გააუპატიურეს და აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს... "ჰამასის" ტყვეობაში ჩვენი მოქალაქეებიც იმყოფებიან" - რა განკარგულება გასცა ბაიდენმა?

ისრაელზე "ჰამასის“თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლაში განაცხადა.

  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი "სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია.”

"ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, - განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფებიან.

ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

"როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომები მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად…ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია ჩვენი მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, შეკავების უზრუნველსაყოფად აშშ-მა "რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება" გააძლიერა.

“თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა…. და მზად ვართ დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ თუ საჭირო გახდება”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ.

"ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა”, - განაცხადა ბაიდენმა.

წაიკითხეთ ასევე: