ავტორი:

ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული გურამ ქადეიშვილი გარდაიცვალა

ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული გურამ ქადეიშვილი გარდაიცვალა

ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული გურამ ქადეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ განუცხადეს AMBEBI.GE-ს ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც ქადეიშვილი მძიმე მდგომარეობაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დოლიძის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.