ავტორი:

"მოვითხოვ, მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! - ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება" - რომის პაპი

"მოვითხოვ, მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! - ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება" - რომის პაპი

მოვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს განაცხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ "ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო.

"მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“, - განაცხადა რომის პაპმა.

"ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე“, - აღნიშნა მან.