ავტორი:

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღვანდელი დღე სიმბოლურია.

"ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს ყველაფერი, რომ მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოვება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს ოჯახს, თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის. მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას. ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არსდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტელები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება. ეს ყველაფერი იყო მოცემული... სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.