ავტორი:

იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამბობდა, რომ ბულინგის მსხვერპლია, ჩვენებაში ჰყვება, რომ სოცქსელში გავრცელებული წერილი მისი დაწერილია

იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამბობდა, რომ ბულინგის მსხვერპლია, ჩვენებაში ჰყვება, რომ სოცქსელში გავრცელებული წერილი მისი დაწერილია

იმერეთში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მისამართით დაწერილ მუქარის შემცველ წერილზე, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლების მხრიდან, სავარაუდო ბულინგის მსხვერპლმა წერილი თავად დაწერა. ამის შესახებ 14 წლის გოგონა ჩვენებაში ამბობს. არასრულწლოვნმა სამართალდამცველებს ჩვენება მეორე დღესვე მისცა.

მან აღიარა, რომ წერილი მან დაწერა, თუმცა როგორც ამბობს, კლასელის მუქარის ფონზე. ფაქტზე კალიგრაფიის ექსპერტიზაც ჩატარდა, ექსპერტიზის პასუხს უახლოეს ხანში ელოდებიან.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თანაკლასელებმა გოგონას ჩანთაში სამართებელი და მუქარის შცველი წერილი ჩაუდეს. მოზარდმა მომხდარზე დედას უამბო, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: