ავტორი:

“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?

“ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა იმ სკოლის დირექტორზე წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.

მისი ინფორმაციით, აითაჯის მამა მომხდარში სწორედ დირექტორსა და გოგონას დედას ადანაშაულებს.

როგორც სამირა წერს, სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა და როცა დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მათთვის ნიშანი მაინც იწერებოდა.

"მოდით ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე.

❗️სკოლის დირექტორი გამლეთ ისმაილოვი ამავდროულად პროპორციული სიით დმანისის საკრებულოს წევრია. „20. გამლეტ ისმაილოვი - “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ამ დღეებში იმავე სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატის შვილისთვის (არასრულწლოვანი) გადაიხადეს ქორწილი, ისიც ორი წელია დანიშნული ყოფილა და სკოლაში არ დადიოდა.

❗️2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის აიტანი (გვარი არ ვიცი). აიტანი მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების შესახებ, ვინც არასრულწლოვან გოგონებთან შექმნა ოჯახი. გამოძიება დაწყებულა, მაგრამ გამლეტის გარდა ყველა დაჯარიმებულა. გამლეტის ბავშვი რომ დაიბადა, შვილი ჩაწერეს მისი მეუღლეს სახელზე,(ჯარიმის გამო) ამ წელს მისმა შვილმა პირველ კლასში დაიწყო სწავლა და ოფიციალურად ახლა მამამისის გვარზე გადაიყვანეს. სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა თურმე და დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მაგრამ იწერებოდა ნიშანი.

❗️გამლეტის უმაღლესი განათლება საეჭვოა, მას დამთავრებული აქვს კოლეჯი, მაგრამ მერე თავისთვის და მამამისისთვის უყიდია დიპლომი :)

❗️როგორ დაიწყო სკოლაში დირექტორად მუშაობა? გამლეტს სკოლის დირექტორის გამოცდა არ ჩაუბარებია, უფრო სწორად - ვერა, ჩაიჭრა. გამლეტი 2018 წელს დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის და ყოფილი პარლამენტის დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის დახმარებით გახდა სკოლის დირექტორი.

❗️რაც შეხება აითაჯის შემთხვევას. აითაჯი დაუნიშნიათ 2022 წლის დეკემბერში. აითაჯი სკოლაში მარტო 2023 წლის ივნისს, სულ ორი დღე მოსულა. რომ დანიშნეს, დედამისი მოსულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი, ამ წლების განმავლობაში დირექტორი მარტო აითაჯისთვის კი არა, სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან გათავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია. ისინი კი მოსწავლეებს, ვინც არ დადიოდნენ სკოლაში, უწერდნენ ნიშანს.

❗️რაც შეხება აითაჯის მოტაცების საქმეს. ის არ ყოფილა ბიჭის მხრიდან იძულებითი. აითაჯის დედამ, თურმე, აითაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაცა საქმე აქვთ და აითაჯისთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, მარნეულში აითაჯს დამუქრებია, რომ უნდა გაყვეს მის მიერ შერჩეულ დანიშნულ ბიჭს. სრულად დაუცველ აითაჯს სხვა გზა არ დარჩენია. ის თურმე ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში, რადგან დედამისი უარესად ექცეოდა მას.

ეს ამბავი ყველასთვის ცნობილი რომ გახდა, სკოლის დირექტორს მასწავლებლები და აითაჯის კლასელები დაუბარებია თავის ოთახში, ორი საათის განმავლობაში ემუქრებოდა. მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები დმანისის რესურს ცენტრში, საკრებულოში, განათლების სამინისტროში. შესაბამისად, მასწავლებლები შეთანხმებული არიან, რომ როგორც საჭიროა, ისე ილაპარაკებენ, ასევე ილაპარაკებენ პოლიციაში.

აითაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო, დაიცავთ მართლა? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 2015 წელს ამ დირექტორს ბრალი რატომ არ წაუყენეთ? რატომ არ დააჯარიმეთ?" - წერს სამირა.

წაიკითხეთ ასევე: