ავტორი:

"ზელენსკი, შესაძლოა, ისრაელში ჩავიდეს" - რას წერს მედია?

"ზელენსკი, შესაძლოა, ისრაელში ჩავიდეს" - რას წერს მედია?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, ისრაელში ჩავიდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Ynet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ჯერ არ არის დაგეგმილი, მაგრამ ზელენსკიმ ამ შესაძლებლობის შესწავლა ითხოვა და პირველი კონტაქტები ისრაელისა და უკრაინის შესაბამის სამსახურებს შორის უკვე დაწყებულია.

”ჩვენ ომში ვართ და ვიცით, რას ნიშნავს ტერორისტული თავდასხმის ქვეშ ყოფნა. ვურჩევ, რომ მსოფლიო ლიდერები ჩაფრინდნენ ისრაელში და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას განიცდიან“, - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში ვიზიტის დროს.