ავტორი:

"ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს - ფრთხილად იყავით" - ბაიდენი

"ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს - ფრთხილად იყავით" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ რეგიონში ქმედებებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ.

„აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ შორის საბრძოლო მასალით, ჩამჭრელ რაკეტებს „რკინის გუმბათისთვის". ჩვენ გადავიყვანეთ ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს იქ, რეგიონში და მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს - ფრთხილად იყავით“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა “ჰამასის” მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას გამოიყენებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გადასარჩენად.