ავტორი:

7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"

7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"

ჯეიდა პინკეტ სმიტი ახალ ინტერვიუში ამხელს, რომ ის და მისი მეუღლე, უილ სმიტი, 2016 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ბოლო 7 წლის განმავლობაში განცალკევებით ცხოვრობდნენ, აქამდე ამ ამბის საჯაროდ განსახილველად მზად არ იყვნენ. NBC-სთან ინტერვიუში პინკეტ სმიტი ამბობს, რომ ის და უილი ქორწინების შენარჩუნების მცდელობით დაიღალნენ და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დაშორებულიყვნენ.

ჯეიდას თქმით, ის და უილი დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ოფიციალურად არ განქორწინებულან და ამას არც გეგმავენ.

52 წლის პინკეტ სმიტმა ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ მან საკუთარ თავს პირობა მისცა, ის და უილი არასდროს განქორწინდებოდნენ. "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, როგორი უნდა იყოს სხვა ადამიანი."

გულახდილი ინტერვიუ ჯეიდა პინკეტ სმიტის მემუარების, Worthy-ს გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა. წიგნის შეძენა მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.

წყვილი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი სკანდალის გამო, შარშან ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზეც კი მოხვდა. ჯეიდაზე უხეშად ხუმრობის გამო, უილ სმიტმა კრის როკს ხელი დაარტყა. როკმა პინკეტ სმიტის სიმელოტეზე იხუმრა, რომელიც მსახიობს ალოპეციის გამო აქვს. ცალკე მიცემულ ინტერვიუში, პინკეტ სმიტმა People-ს უთხრა, რომ თავდაპირველად ეს დაგეგმილი ხუმრობის ნაწილი ეგონა: "მაშინღა მივხვდი რა ხდებოდა, როცა უილი ჩვენს მაგიდასთან გაბრაზებული დაბრუნდა."

ჯეიდამ და უილმა ერთმანეთი 1994 წელს გაიცნეს და 3 წელში იქორწინეს. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - ჯეიდენი და ვილოუ. ამას გარდა, უილს პირველ ცოლთან, შერი ზამპინოსთან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, ტრეი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა