ავტორი:

უბედური შემთხვევა ყვარელში: ადგილობრივების ცნობით, 27 წლის მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო, რა დროსაც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა ყვარელში: ადგილობრივების ცნობით, 27 წლის მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო, რა დროსაც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. მიღებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.