ავტორი:

"გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ - კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს" - ბექა ოდიშარია

"გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ - კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს" - ბექა ოდიშარია

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ - კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების მუდმივი განთავსების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ოდიშარია აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს კიდევ მეტი ოკუპაცია განახორციელოს რუსეთმა, „ქართული ოცნება" დააზიანონ და დაიბრუნონ ხელისუფლება, რადგან სხვა შანსი მათ არ აქვთ“.

"მე მახსოვს ყველა ომი, რომელიც გადაგვხდა. საფრთხეს, როგორსაც ვხედავდი 1991-92 წლებში, მომდევნო წლებში, 2008 წელს და ახლა განსაკუთრებულს, რადგან გავეშებულია აბსოლუტურად რუსეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოვიბათ ასი ყური და ასი თვალი, რომ რამე არ გამოგვრჩეს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს და არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე საბაბი ჰქონდეს დამატებითი აგრესიისთვის. რაც აგრესია განვიცადეთ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, უნდა ვიკმაროთ და პირიქით დავატრიალოთ ბორბალი, ამას აკეთებს „ქართული ოცნება",- განაცხადა ოდიშარიამ.